SanalEv Blogu Açtınız mı?
Kendinize hemen ücretsiz blog açın
site ekle
site ekle
Webmaster Sitesi Forumu
Sorun Biz Cevaplayalım!

ramaz khmaladze

საქართველო

02:00, Perşembe 1 Ocak 1970 .. 0 yorum .. Bağlantı

საქართველო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიტყვას "საქართველო" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი).
საქართველო
დროშა გერბი
ჰიმნი: თავისუფლება
ჰიმნის მოსმენა
დევიზი: ძალა ერთობაშია
დედაქალაქი თბილისი
41°43′N 44°47′E
უდიდესი ქალაქი თბილისი
ოფიც. ენები ქართული1
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
  -პრ.-მინისტრი ნ. გილაური
   
   
ფართობი
 - საერთო
 
69,700 კმ² (121-ე)
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
4,630,8412 (119-ე)
66 ად./კმ² (132-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$$20,5 მლრდ (117-ე)

$$4,700 (112-ე)
აგი (2007) 0.754 (საშუალო) (96-ე)
ვალუტა ლარი³ (GEL)
დროის სარტყელი CET+0400
   
ქვეყნის კოდი GEO
ccTLD .ge
სატელეფონო კოდი +995
1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
²მოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.
³აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.

საქართველო — ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.


სექციების სია

[დამალვა]